fbpx
საბერძნეთი

ირანელების აქცია აკროპოლზე: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აკროპოლის ტერიტორიაზე ირანელმა ქალებმა და მამაკაცებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დროსაც საბერძნეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა გაშალეს ბანერები, რომლებზეც ეწერათ: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

მსგავსი საპროტესტო აქციები სექტემბრის თვის შემდეგ იმართება, ირანს გასცდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობა გახდა ფაქტი, რომელმაც ქალებს უბიძგა, საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ. ისინი ჰიჯაბის ტარების ვალდებულების გაუქმებას ითხოვენ.

 

onalem

ტესტ