fbpx
საბერძნეთი

“მალე ბავშვებსაც ვიგლოვებთ” – პროფესორ ტუდას ხმამაღალი განცხადება ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე

პროფიალქტიკური მედიცინის პროფესორმა, იანის ტუდამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, კორონავირუსის გავრცელების ტემპთან დაკავშირებით.

“ახლა ვირუსი გავრცელების პიკში იმყოფება და არსებობს საფრთხე, რომ დავკარგოთ ახალგაზრდებიც, რადგან ინფიცირებულთა უმეტესობა მცირე ასაკისაა, მათ შორის ბავშვები, 12-დან 18 წლამდე.

რა თქმა უნდა, რისკი, რომ ბავშვმა ვირუსი ვერ გადაიტანოს, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოხუცის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ასობით ათას ინფიცირებულ ბავშვზე, იქ ვიგლოვებთ მსხვერპლსაც. 

ვაქცინირებულ ადამიანს ისევე შეუძლია ვირუსის გადაცემა, როგორც არავაქცინირებულს, ამიტომ მხოლოდ თავად არის უსაფრთხოდ და არა ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან და აცრა არ სურთ. 

რაც შეეხება იმუნიტეტის შენარჩუნებას, ორივე დოზით აცრიდან 8-10 თვის მანძილზე მაინც არსებობს ორგანიზმში ანტისხეულები. არ არის გამორიცხული, რომ დაგვჭირდეს მესამე დოზაც,” აცხადებს ტუდა.

 

 

onalem

ტესტ