fbpx
საზოგადოება

“მხოლოდ ასე გავთავისუფლდებით” – თესალონიკში 14 წლის გოგონა აიცრა და მოსახლეობას მიმართავს

თესალონიკში 14 წლის გოგონა კორონავირუსზე აიცრა და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, მისი ასაკის მოზარდებს, მესიჯს უგზავნის.

“ეს არის ერთადერთი გზა, რომ გავთავისუფლდეთ. ვთვლი, რომ ყველამ უნდა გავიკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი გარშემომყოფები. დავიცვათ ჩვენი თანაკლასელები და მასწავლებლები,” ამბობს გოგონა.

მისი მთელი ოჯახი აცრილია და მამა შემდეგ განცხადებას აკეთებს: “ვაქცინა არის საჩუქარი მეცნიერებისგან. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ასე უბრალოდ მივატოვოთ.”

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 30 ივლისს გაიხსნა სისტემა,  12 წელს ზემოთ მოზარდთა ვაქცინაციისთვის ვიზიტების დასანიშნად.

 

onalem

ტესტ