fbpx
საზოგადოება

“ახალგაზრდობაში არ მინდოდა შვილი” – ბერძენი ქალბატონის ისტორია, რომელიც 52 წლის ასაკში დედა გახდება

ქალბატონი ტანია კარუზუ 52 წლის არის და ფეხმძიმობის მე-8 თვეშია. ის ამ ასაკში პირველად გახდება დედა და სხვა ქალებს თავის ისტორიასა და გადაწყვეტილებებს უზიარებს. მისი თქმით, ძალიან ბევრი ქალბატონია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან უბრალოდ, არ გრძნობს, რომ დედობა უნდა, პროფესიული ან სხვა მიზეზების გამო, თუმცა, აღნიშნავს, რომ როდესაც სამყარო კოვიდ-პანდემიის წინაშე დადგა, სწორედ მაშინ იგრძნო, რომ მზად იყო ამქვეყნად ახალი სიცოცხლე მოევლინა.

“ეს არ იყო ჩემი ოცნება ადრეული ასაკიდანვე, არ გავზრდილვარ სტერეოტიპით, რომლის მიხედვითაც ქალი დიასახლისი უნდა იყოს და ბევრი შვილი ჰყავდეს. სურვილი შემდეგ გაჩნდა.

როდესაც კოვიდის თემა დაიწყო უკვე 48-ე წელში ვიყავი. მაშინ არაფერი მოვიმოქმედე და 50 წლისაც გავხდი. ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელთანაც 11 წელია ქორწინებაში ვარ, გადავწყვიტე, რომ პირველად გავმხდარიყავით მშობლები. მეც მინდოდა და მასაც. შემდეგ ექიმთან წავედით, რომ კონსულტაცია გაგვევლო, რა შესაძლებლობები გვქონდა.

ვისაც ჰგონია, რომ ეს ერთგვარი ტაბუა, ალბათ პრობლემა აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მათ აქვთ გონებაში. თუ არავის აწუხებ, თუ არავის უქმნი პრობლემას, რატომ უნდა იყოს ეს ტაბუ?!” – ამბობს ქ-ნ ტანია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კიდევ ერთმა ქალბატონმა სწორედ 52 წლის ასაკში გააჩინა ტყუპები, თუმცა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის ალბანეთში მოუწიათ წასვლა, რადგან საბერძნეთში ითვლებოდა, რომ ასაკობრივ ზღვარს (50 წელი) არ აკმაყოფილებდნენ.

 

onalem

ტესტ