fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 6 წლის ბავშვი სასკოლო ტრანსპორტში ჩაკეტეს – დაკავებულია მძღოლი და ზედამხედველი

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ასპროპირგოს ტერიტორიაზე მოხდა. 6 წლის ბავშვი საათების მანძილზე სასკოლო ტრანსპორტში, სამარშრუტო ტაქსში იყო ჩაკეტილი, რადგან ვერც მძღოლი და ვერც ბავშვების ზედამხედველი ვერ მიხვდნენ, რომ ის ქვემოთ არ ჩამოვიდა.

როგორც ირკვევა, საკუთარი შვილი დედამ მოიკითხა და სწორედ მას შემდეგ შეამოწმეს სამარშრუტო ტაქსიც. აღმოჩნდა, რომ ბავშვი მინიმუმ 2 საათის მანძილზე იყო იქ ჩაკეტილი, სხვა ბავშვებთან ერთად კი იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ პატარას სკამზე ჩაეძინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დააკავეს როგორც მძღოლი, ასევე ზედამხედველი მამაკაცი, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, მიაქციოს თითოეულ ბავშვს სათანადო ყურადღება ტრანსპორტირებისას, რათა სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ