fbpx
საბერძნეთი

“ათენის ცენტრი იმიგრანტების გარეშე” – ხრისოხოიდის გეგმა საბერძნეთის პოლიციისთვის

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდი, საბერძნეთის პოლიციას კონკრეტული ვადების შესახებ კვლავ ახსენებს. მინისტრის გეგმის მიხედვით, რომელიც მან პოლიციას შესასრულებლად გადასცა, ათენის ცენტრი, კერძოდ, კი ექსარხია იმიგრანტებისა და ლტოლვილებისგან უნდა დაიცალოს.

ეს არის გარკვეული ულტიმატუმი, რომლის ფარგლებშის საბერძნეთის პოლიციამ უნდა იმოქმედოს და შენობები დაატოვებინოს სირიელ და სხვა იმიგრანტებს, რომლებმაც შენობები დაიკავეს და იქ ამ დრომდე უკანონოდ ცხოვრობენ.

პარალელურად კი, მთავრობა აგრძელებს იმიგრანტებისთვის საცხოვრებელი პირობების მოძებნასა და გამოყოფას. ისინი გადაჰყავთ კონკრეტულად მათთვის აშენებულ კოტეჯებში, სადაც გაცილებით ადამიანურ პირობებში იქნებიან, ვიდრე თავიანთ ბანაკებში კუნძულებზე და ათენის ცენტრში არსებულ შენობებში, რომლებიც არაფრით არის უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ხორციელდება მსგავსი სახის ოპერაციები ექსარხიაში.

გეგმა “ათენის ცენტრი იმიგრანტების გარეშე” მიზნად კრიმინალის შემცირებასაც ისახავს.

onalem

ტესტ