fbpx
საზოგადოება

ბერძენი “მკითხავი” კაცი 50 წლის ქალებს ფულს სძალავდა, მათთან სექსუალური აქტით კავდებოდა და არწმუნებდა, რომ ამით პარტნიორს დაუბრუნებდა

ისტორია, რომელსაც ბერძნული მედია ავრცელებს, დაუჯერებელია. საქმე ეხება ახალგაზრდა ბერძენ მამაკაცს, რომელიც თავს მკითხავად ასაღებდა და 50 წელს ზემოთ ქალებს არწმუნებდა, რომ თუკი ფულს გადაიხდიდნენ და მასთან ინტიმურ კავშირს დაამყარებდნენ, უერთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა სურვილს აუსრულებდა. ქალების სურვილები კი ამ შემთხვევაში სამომავლო პარტნიორის პოვნა ან ყოფილის დაბრუნება იყო.

არსებული ცნობებით, ქალები, რომელთა ასაკიც ძირითადად 50 წელია, მინიმუმ 600-900 ევროს უხდიდნენ და მის ყველა მითითებას ასრულებდნენ. “ჯადოქარი” იმასაც კი ახერხებდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, წაეყვანა ტყეში სავსე მთვარეობისას და მოეწყოთ სექსუალური ორგიები, რის შემდეგაც ქალებს სჯეროდათ, რომ ყოფილ მეუღლეებს და პარტნიორებს დაიბრუნებდნენ.

ასეთი შემთხვევა სწორედ რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ბერძენმა ერთ-ერთი ქალი დაარწმუნა, რომ ინტიმური კავშირი ინდოელ გურუსთან ერთად უნდა ჰქონოდათ, რადგან მისი სამომავლო ურთიერთობების ხსნის ერთადერთი გზა ეს იყო. მან ის ტყეში წაიყვანა, სადაც პაკისტანელი მამაკაცი მივიდა თავი ინდოელ გურუდ გაასაღა.

ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ამ ქალს ყოფილი პატრნიორი მართლაც დაუბრუნდა და მან საბოლოოდ დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი მკითხავის ჯადოქრობის შედეგი იყო და არა უბრალოდ შემთხვევითობა. ეს კი თაღლითებისთვის კიდევ ერთი ძლიერი ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა, სხვა ქალებზე “სათევზაოდ” და მათი ნამდვილობის დასადასტურებლად.

 

onalem

ტესტ