fbpx
საზოგადოება

განსხვავებული ათენი შობა-ახალ წელს! – რა შეიცვლება დედაქალაქში?!

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანისი სასიამოვნო სიახლის შესახებ იტყობინება, რომელიც ათენის საშობაო განათებას ეხება. ყოველ წელს დედაქალაქი სადღესასწაულო პერიოდისთვის ირთვება და ნამდვილად არ გამოიყურება ცუდად, თუმცა, როგორც მერმა განაცხადა, ნათურები და ტექნიკა, რომლითაც ათენში საშობაო განწყობა იქმნება, 2002 წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ 17 წლის მანძილზე არცერთი ნათურა არ შეცვლილა და ზოგიერთი აღარც კი მუშაობს.

როგორც ბაკოიანისი აცხადებს, წელს ეს ყველაფერი შეიცვლება:

“15-მა მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ დააფინანსონ ათენის საახალწლო განათება. ამაში მთავრობა არაფერს გადაუხდის, რადგან კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ. ეს ყველაფერი ქალაქის იერსახეს შეცვლის და მოიზიდავს ვიზიტორებსაც კი. ამჟამინდელი ნათურები 2002 წლის შემდეგ კიდია და ზოგიერთი მათგანი არ ანათებს, ქუჩები ჩაბნელებულია.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მორთოს საკუთარი ეზო, მიმდებარე ტერიტორია, ხეები, ქუჩები. თითოეულმა ადამიანმა წვლილი უნდა შეიტანოს ქალაქის გალამაზებაში.”

სულ მალე ათენს განსხვავებულ მორთულობაში ვიხილავთ.

onalem

ტესტ