fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ქართველი გოგონა ჩვენთან 39 კვირის ფეხძმიმე მოვიდა და ბუნებრივი გზით იმშობიარა” – რას ამბობენ ექიმები კალამატადან

კალამატაში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ქართველმა ახალგაზრდა გოგონამ დეპრესიისა და სასოწარკვეთის ფონზე საკუთარი შვილი ნაგავში გადააგდო. ექიმები, რომლებმაც ის ამშობიარეს, საჯაროდ პირველად საუბრობენ.

“გოგონა საავადმყოფოში 39 კვირის ფეხმძიმე მოვიდა და ბუნებრივი გზით, სრულიად უსაფრთხოდ იმშობიარა. ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ეს ყველაფერი ასე დასრულდებოდა. მას უხაროდა საკუთარი შვილის დაბადება.”

“ჩვენი ემოციები ძალიან დიდია და ყველაფერს ვაკეთებთ პატარა ბიჭისთვის. ის უბრალოდ თოჯინაა. იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჩვენი მკლავებიდან გაშვება არც კი გვინდა. ის ულამაზესი ბავშვია,” ამბობენ პედიატრიული განყოფილების მენეჯერი დ ექთნები.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ბიჭუნაზე ზრუნვის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა რეგიონებიდან და უგზავნიან საკვებს და ყველა საჭირო ნივთს, რაც კი აუცილებელია პირველ ეტაპზე. საავადმყოფოში აქტიურად იგზავნება ამანათები კრეტადან, მესინიადან, ლარისადან და პატრასიდანაც კი.

 

onalem

ტესტ