fbpx
საზოგადოება

ათენი: 55 წლის ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 55 წლის ქალი საკუთარი შვილიშვილის დედა გახდა.

ევანთია ხანიოტიმ, რომელიც კარპათოსიდან არის, ათენის საავადმყოფოში იმშობიარა და ქვეყანას ჯანმრთელი გოგონა მოევლინა. ბიოლოგიურად ის მისი შვილის შვილია და სუროგატი დედის როლი იკისრა.

ხანიოტის ქალიშვილს იშვიათი დაავადება აქვს, რის გამოც, მშობიარობა მის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ქალმა გადაწტვიტა, რომ საკუთარი ქალიშვილისთვის შვილი სუროგაციის გზით გაეჩინა.

“ჩემი გოგონას შვილი ორმაგად ჩემი შვილია, პირდაპირი და ირიბი გაგებით,” ამბობს ქალი.

ორსულობისა და მშობიარობის პროცესმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ბებია-შვილიშვილი და ამავე დროს დედა-შვილი სრულიად ჯანმრთელები არიან.

 

onalem

ტესტ