fbpx
კრიმინალი

ათენი: 25 წლის ქართველი გოგო კალიმარმაროზე ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს

შოკისმომგვრელი ამბის შესახებ Protothema.gr და ბერძნული ტელეკომპანიები იუწყებიან. კალიმარმაროს ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომელმა 25 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვა. დადასტურებული ინფორმაციით ის საქართველოს მოქალაქეა.

როგორც Espresso იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული.

მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი, სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო.

როგორც ირკვევა, ქართველ გოგონას ძალიან კარგად ეცვა. მისი სტილი მიანიშნებდა, რომ ან ღამის კლუბში ან რომელიმე კარგ რესტორანში უნდა ყოფილიყო, ვიდრე კალიმარმაროს პარკში მოხვდებოდა.

მას დედა და ბერძენი შეყვარებული ეძებდნენ, რომელთა უპასუხო ზარებიც მის ტელეფონში აღმოაჩინეს. ორივე მათგანი მთელი დღის მანძილზე ურეკავდა.

როგორც მედია იუწყება, გარდაცვლილი საბერძნეთში წლების მანძილზე, მეტსის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მისი დედა და შეყვარებული ამბობენ, რომ გოგონას არ ჰქონია თვითმკვლელობის მიზეზი და არც თავისი ქცევებით აღძრავდა რაიმე ეჭვს.

პოლიცია ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რათა საქმეში ხელმოსაჭიდი გაჩნდეს.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/957190/thriler-sto-kallimarmaro-georgiani-kalloni-vrethike-kremasmeni-me-louri-skulou/?utm_term=Autofeed&utm_medium=Social&utm_source=Facebook&fbclid=IwAR1y63CgsO-HmKe22bpnzgLEKWr0tU3qVXiE-yxc_zZNnwyaEGBAbByosrk#Echobox=1576775295

onalem

ტესტ