fbpx
პოზიტივი

ზაკინთოზე მცხოვრებმა ქალებმა ნაძვის ხე მოქსოვეს – ყველაზე განსხვავებული ახალი წელი კუნძულზე

დიახ, ასეთ ნაძვის ხეს ვერსად ნახავთ, რადგან ეს ზაკინთოზე მდებარე სოფელში მცხოვრები ქალბატონების ფანტაზიის ნაყოფია, თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი. კუნძულის მაცხოვრებლებს სურდათ ამ შობა-ახალი წლისთვის რაიმე განსაკუთრებული მოემზადებინათ და მათ ნაძვის ხე მოქსოვეს, პირდაპირი გაგებით.

ისინი სოფელ აგალას კულტურული ასოციაციის წევრები არიან და ქსოვა სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს.

“გვინდოდა შობისთვის რაიმე განსაკუთრებული და კრეატიული გაგვეკეთებინა, რომ სოფელი მოგვერთო,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ქალები ყოველ კვირას იკრიბებოდნენ და სხვადასხვა ფერებით საბოლოო ჯამში უნიკალური ნაძვის ხე შექმნეს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელებით…

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ