fbpx
პოზიტივი

ბრწყინვალე ელენა პაპარიზუ და მისი მეუღლე, ანდრეას კაფსალი, ერთად ნიუ იორკში

ცნობილი მომღერალი, ელენა პაპარიზუ ამერიკაში, კერძოდ, ნიუ იორკში იმყოფება კონცერტების ფარგლებში, რომელთაც ბერძნული საზოგადოებისთვის მართავს. მასთან ერთად არის მისი მეუღლე, ანდრეას კაფსალიც.

როგორც ჩანს, წყვილმა თავისუფალი დროით ისარგებლა და ნიუ იორკის ერთ-ერთი ღამის კლუბში წავიდა, საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად. ცხადია, იქ პაპარაცების ობიექტივს ვერ დაემალნენ, თუმცა, ეს არც უცდიათ.

პაპარიზუ და კაფსალი არაჩვეულებრივ განწყობაზე იყვნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ფოტოებს იღებდნენ. წყვილი ერთად 2012 წლიდან არის, ხოლო 2015 წელს დაქორწინდნენ.

იხილეთ კადრები:

 

 

 

onalem

ტესტ