fbpx
საზოგადოება

20 წლის ქართველ გოგოს ბერძნულმა სასამართლომ ბრალი წაუყენა – მკვლელობის მცდელობა დაუდევრობის ფონზე

“ის შაბათს ოფიციალურად მოიხდის ბოდიშს. საკუთარ დანაშაულს ძალიან ნანობს და მუდმივად ტირის,” ამბობს ქართველი გოგოს ადვოკატი, რომელსაც ბერძნული სასამართლო დაუდევრობის ფონზე საკუთარი შვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

ახალგაზრდა გოგონა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და საკუთარ ქმედებებს უკიდურესი სასოწარკვეთით ხსნის. როგორც პოლიციაში თქვა, ის საქართველოდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და სამსახურის პოვნის იმედი ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება კი იმიტომ მიიღო, რომ საკუთარი მშობლები მის ფეხმძიმობას არ შეეგუვნენ და უნდოდა, რომ შვილი უცხო ქვეყანაში გაეჩინა.

როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ სამსახურს იპოვიდა და შვილის გაზრდას შეძლებდა, თუმცა, მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ, სასოწარკვეთის ფონზე აღნიშნულ ქმედებამდე მივიდა, რადგან მის გასაზრდელად თანხა არ ჰქონდა.

მას ბერძენი ადვოკატი, კოსტას კრობასი დაიცავს.

onalem

ტესტ