fbpx
საზოგადოება

კონსტანტინოს მიცოტაკისი გარდაიცვალა

კონსტანტინოს მიცოტაკისი (ბერძნულად Κωνσταντίνος Μητσοτάκης, 18 ოქტომბერი, 1918 წ. ხანია – 29 მაისი, 2017 წ.) ბერძენი პოლიტიკოსი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1990-1993 წწ..

მიცოტაკისი კრეტაზე, ხანიაში დაიბადა. თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ის ანდრეას პაპანდრეუსთან ასოცირდებოდა, მაგრამ მიცოტაკისმა მას უღალატა, რასაც 1960 წლის ”განდგომილება” უწოდეს. 1978 წელს ის თავის პატარა პარტიასთან ერთად ”ახალ დემოკრატიას” შეუერთდა. მიცოტაკისი იყო ქვეყნის პრემიერი 1990 წლიდან 1993 წლამდე, შემდეგ მან ანდრეას პაპანდრეუსთან ვადამდელი არჩევნები წააგო.

ოჯახი

ის დაქორწინებული იყო და მისი ცოლი, მარიკა 2012 წელს გარდაიცვალა. მისი მამა საბერძნეთის საგარეოს საქმეთა მინისტრად მსახურობდა, ხოლო შვილი, კირიაკოს მიცოტაკისი ამჟამად პარლამენტის წევრი და ”ახალი დემოკრატიის” ლიდერია.

onalem

ტესტ