fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება დააკავა, რომელიც უცხოელ ქალებს აშანტაჟებდა

საბერძნეთის პოლიციამ საკმაოდ ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება აიყვანა, რომლის წევრებიც უცხოელ ქალებს აშანტაჟებდნენ და პროსტიტუციაში ჩაბმასაც კი აიძულებდნენ. სულ დაკავებულია 8 ადამიანი, მათი ასაკი 25-დან 68 წლამდეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყანაში ყოფ ქალებს (ძირითადად ბელარუსის მოქალაქეებს) კარგ სამსახურს და ფინანსურ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ, შემდეგ ყალბი ვიზით და საბუთებით ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა ადგილებში სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ. ეს ყველაფერი კი მუქარების, შანტაჟის და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფონზე ხდებოდა.

კრიმინალური დაჯგუფება თითოეულ ქალს მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან მხოლოდ 10 ევროს აძლევდა, რეალურად კი “შემოსავალი” ათასობით ევროს უდრიდა. მოტყუებული ქალები ამ საქმიანობას 15-16 საათის მანძილზე ეწეოდნენ.

პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელი ბინებიდან საერთო ჯამში 11, 410 ევრო ამოიღო. ასევე, პასპორტები და ქვეყანაში შესვლა-გასვლის ყალბი ბეჭდები.

მათ ტრეფიკინგის, საბუთების გაყალბების, ძალადობის და კიდევ რამდენიმე ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ