fbpx
კრიმინალი

თავდასხმა ნაჯახით კოზანის საგადასახადო სამსახურში: სამუდამო პატიმრობა და +26 წელი თავდამსხმელ მამაკაცს

საბერძნეთის მოსახლეობას კარგად ახსოვს კოზანის საგადასახადო სამსახურში მომხდარი საზარელი ინციდენტი, როდესაც 46 წლის მამაკაცი ოფისში ნაჯახით შეიჭრა და 3 თანამშრომელი დაჭრა. მათგან ერთ-ერთი, უმძიმესი დაზიანებებით, 1 წლიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფრომაციით, 46 წლის თავდამსხმელს საბერძნეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა და +26 წელი მიუსაჯა.

ბრალდებული არცერთი წუთით არ ნანობს ჩადენილს და როგორც ირკვევა, ინციდენტისას შემდეგ ფრაზებს ამბობდა: “ერთი თანამშრომლით ნაკლები იქნება”, “თქვენი ჯერიც მოდის” და ა.შ.

მისი თქმით, აღნიშნული ოფისი რომ დაკეტილი ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდა ან მუნიციპალურ შტაბში ან სასამართლოში და იგივეს გააკეთებდა.

დამნაშავის შეჩერება თავად საგადასახადოს ხელმძღვანელმა მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, საკუთარი თანამშრომლების დასაცავად, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე სამი ადამიანი ჰყავდა დაჭრილი:

“ვფიქრობ, რომ ნაჯახით იმიტომ მოვიდა, რომ რაც შეიძლებოდა მეტ ადამიანს დასხმოდა თავს. ამავე ადამიანმა სამი წლის წინ ბანკომატი გატეხა და თანხა წაიღო. მისი განიარაღება კოლეგების დახმარებით შევძელი, შემდეგ კი უკვე პოლიციაც მოვიდა და დააკავეს,” თქვა მან.

ნახეთ ვიდეო არქივიდან:

onalem

ტესტ