fbpx
კრიმინალი

დააკავეს 57 წლის ემიგრანტი, რომელიც მოხუცებს ძარცვავდა – ის კრიმინალური ორგანიზაციის მეთაური იყო

საბერძნეთის პოლიციამ ვოლოსში 57 წლის ქალი დააკავა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობს და მოხუცების ძარცვაში ედება ბრალი. ის თაღლითური გზით ცდილობდა მოხუცებული ადამიანებისთვის თანხები გამოეძალა, ატყუებდა, რომ მათი ოჯახის წევრები ავარიაში მოყვნენ ან რაიმე სხვა უბედურება შეემთხვათ და აუცილებელი იყო დიდი რაოდენობის თანხა მიეცათ.

როგორც ირკვევა, ბოლოს მან 66 წლის ქალს დაურეკა და 10.000 ევროს ნაგვის ურნასთან დატოვება სთხოვა, ცხადია, “მის ანგარიშზეა” მოხუცების მოტყუების კიდევ მრავალი შემთხვევა.

თაღლითი ემიგრანტი, რომელიც ბულგარეთიდან არის, დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა აღნიშნულ საქმიანობას, ვიდრე პოლიციაში საჩივარი არ შევიდა და მისი ძებნის ოპერაცია არ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ უახლოეს წარსულში მან კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონისგან 32.000 ევრო მოითხოვა.

ბულგარელ ემიგრანტს ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, მისი წევრობა და თაღლითური გზით თანხების გამოძალვა.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელის დასადგენად.

onalem

ტესტ