fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ბრაზილიური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – რას ამბობენ ექსპერტები?!

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ბრაზილიური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ირკვევა, რომ ვირუსის ეს კონკრეტული შტამი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ათენში ცხოვრობს, ამიტომ ექსპერტებს აშფოთებთ ფაქტი, რომ ბრაზილიური შტამის გავრცელების მასშტაბები გაცილებით დიდი შეიძლება იყოს.

“ამ ფაქტით საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, ვინაიდან ეს შტამი არის ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობის 70%-იც დაავადდა. ბრაზილიური შტამი ძალიან ჰგავს ბრიტანულს, რადგან ელვის სისწრაფით ვრცელდება. ყოველი ახალი შტამის დაფიქსირება საბერძნეთში – ეს გაფრთხილებაა.

ყველა ვაქცინა, რომელიც არსებობს, უმკლავდება ყველა მუტაციას, ზოგი უფრო ეფექტურად, ზოგი ნაკლებად ეფექტურად. ამ ყველაფერს პრაქტიკაში უკეთესად ვნახავთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიქმნება რაიმე სახის სერიოზული პრობლემა. 

კონტაქტების მეთვალყურეობა უკვე დაწყებულია და დამატებითი ინფორმაცია სულ მალე გვექნება,” აცხადებენ ორგანიზაციაში.

onalem

ტესტ