fbpx
საზოგადოება

“მე არაჩვეულებრივ ქალთან მაქვს ურთიერთობა და ევი ვატიდუს განცხადებები პრობლემებს მიქმნის” – ალექსის კუგიას

მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ევი ვატიდუ პოლიციამ სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავა და მისი ყოფილი მეუღლე, ალექსის კუგია მის გვერდით დადგა პირველივე წუთებიდან, გაჩნდა კითხვები, ხომ არ აპირებდა ყოფილი ცოლ-ქმარი შერიგებას. ვატიდუ აღნიშნულთან დაკავშირებით ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა და სწორედ ამის გამო ეს ეჭვები უფრო და უფრო ღრმავდებოდა.

საბოლოოდ, ალექსის კუგიამ წერტილი დაუსვა ამ მითქმა-მოთქმას და განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ვატიდუს ასეთ შემთხვევაში დაეხმარებოდა, მაგრამ მას თავისი პირადი ურთიერთობა აქვს და არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან შერიგებას.

“მინდა ვთხოვო ჩემს ყოფილ მეუღლეს, რომ დავასრულოთ ეს წრე და ჩემი პირადი ცხოვრება არ გახდეს მეტი განხილვის საგანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ არსებობს შერიგების შანსი. მე მაქვს პირადი ურთიერთობა, არაჩვეულებრივ ქალთან და მისი განცხადებები პრობლემებს მიქმნის. ეს ქალბატონი ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მედგა გვერდით და ის ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩემთვის, არ დაკავდება ამ თემების განხილვის, მაგრამ ჩემთვის პრობლემატურია, რომ ევი ასე საუბრობს და აჩენს ეჭვებს,” აცხადებს კუგია.

თავის მხრივ, ევი ვატიდუ ამბობდა, რომ გამორიცხავს მეორედ დაქორწინებას, მაგრამ კუგიასთან შერიგებაზე ჟურნალისტებს მუდმივად ორაზროვნად პასუხობდა.

onalem

ტესტ