fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: მგზავრს ΚΤΕΛ-ის ავტობუსში გველი დარჩა, რის გამოც ტრანსპორტი უკან დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ΚΤΕΛ-ის ავტობუსში მოხდა, რომელიც თესალონიკი-ფლორინას რეისს ასრულებდა. მგზავრებმა შენიშნეს, რომ ტრანსპორტში გველი იყო, თუმცა, ის ადგილზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

როგორც ΕΡΤ იუწყება, ავტობუსის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ უკან სადგურში დაბრუნებულიყო, რადგან როგორც აღმოჩნდა, გველი ეკუთვნოდა მგზავრ ქალს, რომელმაც წინა რეისით იმგზავრა და ქვეწარმავალი ავტობუსში დარჩა.

სადგურში მისვლის შემდეგ გველი ტრანსპორტიდან ჩამოიყვანეს და პატრონს დაუბრუნეს, მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ ქვეწარმავალი სრულიად უვნებელი იყო.

onalem

ტესტ