fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როდის უნდა დაირიცხოს შვებულებისთვის განკუთვნილი თანხა დამსაქმებლების მიერ

ზაფხულის მოსვლასთან ერთად თანამშრომლები საკუთარი შვებულების დღეებს გეგმავენ და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი დღე გვეკუთვნის, ჩვენი სამუშაო სტაჟის მიხედვით. ცხადია, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ ვიღებთ თანხასაც, რომელიც ოფიციალურად გვეკუთვნის დამსაქმებლისგან, დასვენების დღეებისთვის.

რა თქმა უნდა, შვებულების დღეებზე თანამშრომელი და დამსაქმებელი თავად უნდა შეთანხმდნენ, თუმცა, ბიზნესის უმეტესმა თანამშრომელმა შვებულება უნდა აიღოს 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. დამსაქმებელი ვალდებულია, რომ შვებულება მოთხოვნიდან 2 თვის ვადაშიც და ზოგადად, შეთანხმდეს შვებულები სხვა დღეებზეც კალენდრული წლის ბოლომდე.

თუ თანამშრომელი 1 წელი ანუ 12 თვე მუშაობს სამსახურში, კვირაში 5 დღე, აქვს უფლება აიღოს 21 დღე წელიწადში, ხოლო ვინც მუშაობს 6 დღე კვირაში, აქვს უფლება აიღოს 25 დღე. თუ მესამე წელი და მეტი მუშაობთ აღნიშნულ სამსახურში, გაქვთ უფლება აიღოთ 22 დღე, თუ კვირაში 5 დღე მუშაობთ, ხოლო თუ კვირაში 6 დღე მუშაობთ, შესაძლებელია აიღოთ 26 დღე.

რაც შეეხება შვებულების თანხას, დამსაქმებელმა ის უნდა ჩაგირიცხოთ შვებულებაში გასვლამდე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მუშაობს კონტრაქტით, სხვა შემთხვევებში კი, დამსაქმებელს თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვს.

onalem

ტესტ