fbpx
კატეგორიის გარეშე

ატიკის რეგიონი “წითელ” ზონაში – ინფიცირებულთა რიცხვი ტრაგიკულად იზრდება

სამწუხაროდ, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. “წითელ” ზონად ცხადდება ატიკის რეგიონი და ზოგადად, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა.

დღეს გამოვლინდა დაავადების 153 ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება. თუმცა, ვირუსით ბოლო 24 საათში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 40 შემთხვევა ფიქსირდება ატიკის რეგიონში, რაც არასახარბიელო მაჩვენებელია. გაზრდილია ვირუსის გადადების ტენდენცია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ერთი ინფიცირებული მინიმუმ 1 სხვას აინფიცირებს და ფაქტი სახეზეა.

კორონავირუსით დაავადების ახალ შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა თესალონიკი, ხოლო მხოლოდ 18 ფიქსირდება ქვეყნის საზღვრებზე.

დანარჩენი შემთხვევები ასე ნაწილდება: არგოლიდა, ახაია, ილიას, თესპროტია, ევროს, იოანინა, კავალა, კერკირა, კილკი, კოზანი, კორინთია, კიკლადესი, ლარისა, მაგნისია, პელას, მესინია, ხალკიდიკი, ხანია.

როგორც ვხედავთ, ვირუსი საბერძნეთს შემოუბრუნდა და დიდი მასშტაბებით უტევს.

onalem

ტესტ