fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მსოფლიოში არსად შეუძლია კასელაკის სუროგატის საშუალებით შვილი იყოლიოს, საბერძნეთში ბავშვის აყვანაც არ შეუძლია” – ალექსის კუგიას

ცნობილი კრიმინალისტი, ალექსის კუგია შეეხო სტეფანოს კასელაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა, მეუღლესთან, ტაილერთან ერთად, ორი ბიჭი იყოლიოს. კუგია ამბობს, რომ კასელაკი “სახიფათოდ უცოდინარია”.

“მსოფლიოში ყველგან აკრძალულია, რომ ჰომოსექსუალმა წყვილმა სუროგატი დედის საშუალებით შვილი იყოლიოს. სუროგატთან მისვლის უფლება აქვს მხოლოდ ქალს და ეს ქალი კონკრეტული ასაკის უნდა იყოს. ბატონი კასელაკის განცხადებები აჩვენებს მის ძალიან სახიფათო უცოდინარობას. საბერძნეთში ის და ტაილერი ბავშვის შვილად აყვანასაც ვერ შეძლებენ, რადგან ეს კანონით იკრძალება. თუ ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების უფლება მიეცემათ, შემდეგ შეიძლება, რომ ვისაუბროთ ბავშვის შვილად აყვანის უფლებაზეც.

ასევე არ შეიძლება, რომ ბავშვის სქესი შევარჩიოთ. მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორიაში ხდება გამოკვლევების ჩატარება, რათა ნახოთ, შეიძლება თუ არა გარკვეული გენების იზოლირება, რაც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ,” ამბობს კუგია.

ადვოკატისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტის განცხადებები, გამომდინარე იქიდან, რომ არავის აღუნიშნავს, თუ რა არის დაშვებული კანონით.

 

onalem

ტესტ