fbpx
საბერძნეთი

70 წლის ბერძენმა მამაკაცმა კამერა დააყენა და მეზობლებსა და გამვლელებს უთვალთვალებდა

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 70 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ მეზობლებსა და გამვლელებსაც კი უთვალთვალებდა. როგორც ირკვევა, მას ბრალად პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა ედება.

ინციდენტი კალიმნოსზე მოხდა, სადაც მოხუც ბერძენს დაყენებული ჰქონდა კამერა არა საკუთარ სახლში, არამედ სახლის გარეთ, საჯარო სივრცეში, საიდანაც აკვირდებოდა როგორც გამვლელებს, ასევე, მეზობლების კერძო საკუთრებას და შესაბამისად, ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.

კამერის შესახებ მეზობელმა ოჯახმა მალევე შენიშნა და პოლიციას შეატყობინა. მამაკაცის სახლში მისულმა ოფიცრებმა ის დააკავეს, კამერა ჩამოართვეს და კუნძულ კოსზე, შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა მიზნით უთვალთვალებდა 70 წლის მოხუცი მეზობლებს.

onalem

ტესტ