fbpx
საზოგადოება

“ქალები ჩუმად უნდა იყვნენ, როგორც ამას ათწლეულების წინ აკეთებდნენ” – მიტროპოლიტის სკანდალური განცხადება

სერბეთისა და კოზანის მიტროპოლიტის, პავლოს განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინაიდან მის სიტყვებში აშკარა სექსიზმი და ქალთა დისკრიმინაცია იკითხება.

კერძოდ, მიტროპოლიტმა აღშფოთება გამოთქვა, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე საბერძნეთში დახოცილი ქალების შემთხვევებს უწოდებენ “ქალთა მკვლელობას” და არა უბრალოდ ადამიანის მკვლელობას. მისი მოწოდებით, ქალებმა დუმილი უნდა შეინარჩუნონ და რიგ შემთხვევებში ხმა არ ამოიღონ, როგორც ამას ათწლეულების წინ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები.

მიტროპოლიტმა მაგალითად მოიყვანა, რომ ადრე ქალები შვილებს ეუბნებოდნენ: “ჩვენ, ქალები, ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. საკმარისია, რომ გავჩუმდეთ მაშინ, როცა ეს საჭიროა. აი ამის შემდეგ კი, ზუსტად ის მოხდება, რაც ჩვენ გვინდა. ეს იმიტომ, რომ ქალებს აქვთ გრძნობები, რომლებიც არ აქვთ მამაკაცებს.

მიტროპოლიტმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ქალები უნდა დუმდნენ მაშინ, როდესაც მათზე ხორციელდება ძალადობა.

onalem

ტესტ