fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 2.000 ევრო ეძლევა მას, ვინც იტყვის, თუ ვინ მოკლა ქუჩის ძაღლი, ბელა

გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია 2.000 ევროიან ჯილდოს აწესებს მისთვის, ვინც რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდით იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც აგრინიოში ქუჩის ძაღლი იმსხვერპლეს.

ირკვევა, რომ სამი დღის წინ ქუჩის ძაღლი, ბელა, რომელიც იქ ყველასთვის საყვარელი ცხოველი იყო, მანქანამ გაიტანა. ინციდენტი ყველას თვალწინ მოხდა, რაც ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც იციან, თუ ვინ იყო ის ორი პირი, რომელიც ავტომობილში იჯდა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ითხოვს, რომ ღიად ისაუბრონ მომხდარის შესახებ და თქვან, თუ ვინ გაიმეტა ბელა სასიკვდილოდ, სანაცვლოდ კი 2.000 ევროს მიიღებენ.

onalem

ტესტ