fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვაქცინის გასაკეთებლად მისულმა 62 წლის ქალმა რამდენიმე დოზა მოიპარა

უჩვეულო შემთხვევა კოზანში, ჯანმრთელობის ერთ-ერთ ცენტრში მოხდა.

ირკვევა, რომ 62 წლის ქალბატონი დანიშნულ ვიზიტზე ვაქცინის გასაკეთებლად მივიდა და როდესაც იქაურობას ტოვებდა, ვაქცინის რამდენიმე დოზაც გააყოლა ხელს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აცრის შემდეგ ქალმა დრო იხელთა, როდესაც ექთანი ყურადღებას არ აქცევდა და Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე დოზა მოიპარა.

მისი ქმედების შესახებ მალევე გამოვლინდა და 62 წლის ქალბატონი პოლიციამ დააკავა.

onalem

ტესტ