fbpx
საზოგადოება

28 წლის გოგო ბერძენი ქირურგისგან 1 მილიონ ევროს ითხოვს – ცხვირი, ფაქტობრივად აღარ აქვს, თვალზე კი გამოუსწორებელი ზარალი მიადგა

ათენში ცნობილი პლასტიკური ქირურგის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და მისგან 28 წლის გოგონა, პროფესიით ბორტგამცილებელი, 1 მილიონ ევროს ითხოვს. საუბარია გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც მისი თქმით, ექიმმა სახეზე მიაყენა და ცხადია, მორალურადაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

კერძოდ, როგორც 28 წლის გოგოს ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრა, დილის გადაცემაში აცხადებს, დაზარალებული კომპენსაციას ითხოვს იმ მოგზაურობებისთვისაც, რომლებიც ბერძენი ექიმის შეცდომების გამოსასწორებლად დასჭირდა საზღვარგარეთ.

“ერთი წლის წინ გაიკეთა რინოპლასტიკა, დღეს კი ცხვირი აღარ აქვს. ჩემი კლიენტის თხოვნის გარეშე ჩაუსვა თვალს ქვემოთ ცხიმი და ერთი თვალი თითქმის ჩამოვარდნილი აქვს.

1 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის. მინიმუმ 5-ჯერ არის წასული საზღვარგარეთ, რომ შეცდომები გამოესწორებინა, მაგრამ ეს ყველაფერი შეუქცევადია, დეფორმაცია ისეთია, რომ არ გამოსწორდება,” აცხადებს ცნობილი კრიმინალისტი.

 

onalem

ტესტ