fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი რენტგენის გადასაღებად ვეტერინართან გააგზავნეს, რადგან საავადმყოფოში აპარატი არ მუშაობდა

უპრეცენდენტო შემთხვევა კუნძულ ტინოსზე მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გულმკერდზე რენტგენის გადასაღებად ჯანმრთელობის ცენტრში მივიდა.

ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში რენტგენის აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ახალგაზრდას უთხრეს, რომ ორი არჩევანი ჰქონდა: წასულიყო სიროსზე მის გადასაღებად ან მიემართა ვეტერინარისთვის, რომელსაც ასევე ჰქონდა რენტგენის აპარატი, მხოლოდ ცხოველებისთვის.

ვეტერინარი განმარტავს, რომ გაოგნებული დარჩა, როდესაც გააცნობიერა, რომ მამაკაცმა ვიზიტი თავისი რენტგენისთვის დანიშნა და არა შინაური ცხოველისთვის.

“არ შემეძლო მისთვის ამ მომსახურების გაწევა და ძალიან დავმწუხრდი. ამიხსნა, რომ ჩემთან გამოაგზავნეს, რომ ეკითხა გადავუღებდი, თუ არა რენტგენს, მაგრამ ჩემი საქმე მხოლოდ ცხოველებს ეხება. არ არის ეს ჩემი კომპეტენცია. მთხოვდა, რომ სიროსზე წასვლისგან “გადამერჩინა”,” ამბობს ვეტერინარი.

საბოლოოდ, უცნობია, წავიდა მამაკაცი სიროსზე თუ საერთოდ რენტგენის გარეშე დარჩა…

onalem

ტესტ