fbpx
საზოგადოება

ელენა პაპარიზუ – ტონი მავრიდის: ამ ბრძოლას დასასრული არ აქვს

ყოფილი წყვილი უთანხმოებას და მათ შორის არსებულ პრობლემებს ახალ სასამართლო პროცესზე განიხილავს. მართალია, პაპარიზუს უკვე ახალი ურთიერთობა აქვს ანდრეა კაფსალისთან, თუმცა, ყოფილ პარტნიორთან, ტონი მავრიდისთან, ყველანაირი კავშირის გაწყვეტა ჯერ ვერ შეძლო.

კერძოდ, 2006 წელს წყვილმა 520, 000 ევროს ღირებულების ბინა სესხით იყიდა. დაშორების შემდეგ მავრიდი კვლავ ამ სახლში ცხოვრობს, ხოლო პაპარიზუ მისგან ქირის გადახდას ითხოვს. სწორედ ამ საკითხს განიხილავს საბერძნეთის სასამართლო 3 მაისს.

ჯერჯერობით რაიმე კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მავრიდი არ ეწინააღმდეგება სახლის გაყიდვის და თანხის ნახევრის აღების იდეას, ეს პროცესი არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ ელენა აღნიშნულ სახლში 5 წლის მანძილზე მარტო ცხოვრობდა და სესხის თანხას არ იხდიდა.

ელენა, თავის მხრივ, ახლა 25, 000 ევროს ითხოვს, რომელიც მისი მოგება იქნებოდა იმ შემთხვევაში,  თუკი 2011-2015 წლებში ბინა გაქირავებული იქნებოდა. ახლა კი ეს თანხა მისთვის დაკარგულია.

სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩანს, რომ მოწინააღმდეგეები თანაბრად მოტივირებულნი არიან.

onalem

ტესტ