fbpx
მსოფლიო

რუსულმა სახანძრო გიგანტმა კატასტროფა განიცადა – დაღუპულია 8 ადამიანი

ყველასთვის კარგად ცნობილია რუსული სახანძრო თვითმფრინავი, ლეგენდარული Beriev-200, რომელიც ბოლო პერიოდში საბერძნეთისთვის და თურქეთისთვის უდიდესი დამხმარე ძალა იყო. საბერძნეთში ეკიპაჟმა ფრენები უსაფრთხოდ განახორციელა, თუმცა, სამწუხაროდ, თურქეთის მიერ დაქირავებულმა იგივე სახის თვითმფრინავმა დღეს კატასტროფა განიცადა.

ირკვევა, რომ Beriev-200 კვამლში ცდილობდა წყლის ჩასხმას, პილოტმა ორიენტაცია დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაღუპულია 8 ადამიანი.

საბერძნეთში ძლიერი კვამლის პირობებში საჰაერო ძალები წყვეტდნენ მუშაობას, რადგან ხილვადობა მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. სამწუხაროდ, თურქეთში რუსული გიგანტი სწორედ კვამლმა იმსხვერპლა.

onalem

ტესტ