fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში 7 წლის ბიჭს ეძებენ – ის, სავარაუდოდ, მამამ გაიტაცა და ქვეყანა დატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, ფთიოტიდაში, ეძებენ 7 წლის ბიჭს, რომლის კვალიც 25 ივნისის შემდეგ არ ჩანს. როგორც ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” შეატყობინეს, ის მამამ გაიტაცა და სავარაუდოდ, ქვეყანაც დატოვეს.

7 წლის ბიჭის, სალეხ ოვსტარენკოს მამა ლატვიის მოქალაქეა და ბავშვი ისე წაიყვანა, რომ არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ან ოფიციალური დოკუმენტი არ ჰქონია, რომელიც მის ამ უფლებას დაადასტურებდა.

ასევე, ბიჭის ოჯახის წევრების განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. ისინი საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ.

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ნამდვილად დაატოვებინა თუ არა ბავშვს მამამ საბერძნეთის საზღვრები და რა გზით.

 

onalem

ტესტ