fbpx
რელიგიასაბერძნეთისაზოგადოება

ავსტრალიელი საბერძნეთში ჩამოვიდა, რათა მართლმადიდებლად მონათლულიყო

52 წლის ანა ავსტრალიიდან საბერძნეთში ჩამოვიდა, რათა მართლმადიდებლურად მონათლულიყო.

ის ნიდერლანდებში, ჰააგაში დაიბადა. თუმცა, 4 წლის ასაკში ავსტრალიაში წავიდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მისი გადაწყვეტილების მიზეზი მისი ქმარი, ჯონ სულივანი იყო, რომელსაც ცხოვრების ურთულეს პერიოდში ავსტრალიაში მოღვაწე მართლმადიდებელი ბერძენი ბერი დაეხმარა.

ამის გამო ჯონი მართლმადიდებლად ავსტრალიაში მოინათლა და თავისი მეუღლე დაარწმუნა, იგივე გაეკეთებინა. თუმცა, ანამ გადაწყვიტა საბერძნეთში მონათლულიყო, რადგან უამრავი წიგნი წაეკითხა ნათლობის ცერემონიაზე საბერძნეთში და დიდი ინტერესი ჰქონდა, საკუთარ თავზე გამოეცადა, თუ როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი.

52 წლის ქალს ნათლობისას თეთრი კაბა ეცვა. მან აირჩია ადგილი, სადაც წყალში ჩავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ძალიან ცივი იყო, მას ერთი წუთითაც არ უყოყმანია. ცერემონია ორ, ბერძნულ და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

onalem

ტესტ