fbpx
საზოგადოება

1 შეზლონგი 50 ევრო – სანაპიროზე გასვლის მსურველებმა ვულიაღმენს ზურგი აქციეს

კორონავირუსის ეპოქაში მრავალი რამ შეიცვალა და მათ შორის სანაპიროებზე არსებული მდგომაროებაც. საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების ნორმების გამო, ორგანიზებულ პლაჟებზე საკმაოდ რთულია ვიპოვოთ თავისუფალი ადგილები, რომ ცხელ დღეებში კომფორტულად გაგრილება შევძლოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ვულიაღმენში მდებარე სანაპიროზე, “აკტი”, ერთ შეზლონგს 50 ევრო დაედო, ბევრმა ადამიანმა იქაურობას ზურგი აქცია და ახლა ეს შეზლონგები თავისუფალია.

ირკვევა, რომ “აკტიში” 1 შეზლონგის ღირებულება შაბათ-კვირას 50 ევროა, ხოლო კვირის დღეებში 40 ევრო.

ეს არის ადგილები, რომლებიც, ასე ვთქვათ წინასწარ არის დაჯავშნადი და შესასვლელად რიგში დგომა არ არის საჭირო, თუკი 50 ევროს გადაიხდით. მიუხედავად ამისა, სანაპიროზე გასვლის უამრავმა მსურველმა ვულიაღმენის ამ ცნობილ პლაჟზე მისვლა აღარ ისურვა, სიძვირის გამო.

როგორც კადრებში ჩანს, ბევრი შეზლონგია თავისუფალი.

 

onalem

ტესტ