fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 31 წლის ქალი სალონში თმის შესაჭრელად შევიდა და იქიდან 1.165 ევროთი გამოვიდა

ხანიის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, ქალი ბერძენი არ არის და ემიგრაციაში მყოფი უცხოელია.

კერძოდ, კრეტას ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 წლის ქალი სილამაზის სალონში შევიდა, თმა მოიწესრიგა და იქიდან გამოსვლამდე ორი საფულე მოიპარა. როგორც ირკვევა, ორივე სალონის მეპატრონეს ეკუთვნოდა და შიგ 1.165 ევრო იდო.

მისი დანაშაული მაშინვე შენიშნეს და პოლიციამ ქურდის დაკავება მოკლე დროში შეძლო. ქალს ადგილზე აღმოუჩინეს დანაც.

პოლიცია იძიებს, აქვს თუარა ჩადენილი მას სხვა დანაშაულებიც.

onalem

ტესტ