fbpx
კრიმინალი

შეყვარებულს მესიჯი მისწერა, რომ საფრთხეში იყო და სთხოვდა, ბანგლადეშელის სახლიდან წაეყვანა – ანასტაზიას მკვლელობა კოსზე

საბერძნეთის პოლიცია აქტიურ გამოძიებას აწარემოებს კუნძულ კოსზე მოკლული პოლონელი გოგონას საქმეზე. მთავარ ეჭვმიტანილად კვლავ 32 წლის ბანგლადეშელი სახელდება, თუმცა, პარალელურად, მოწმდება მიმოწერები, რომლებიც ანასტაზიასა და მის შეყვარებულს შორის იყო სწორედ იმ დროს, როდესაც გოგონა, სავარაუდოდ, ბანგლადეშელის სახლში იმყოფებოდა.

ამ დრომდე ბანგლადეშის მოქალაქეს ნათქვამი აქვს, რომ ანასტაზიასთან ინტიმური კონტაქტი ჰქონდა, თუმცა, გოგონას თანხმობით. ანასტაზია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, შესაბამისად, დაკავებულს ბრალად ედება სქესობრივი კავშირის დამყარება ადამიანთან, რომელსაც არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.

ბანგლადეშელი ბოლო პირია, რომელმაც ანასტაზია ცოცხალი ნახა, პოლიცია იუწყება, რომ გოგონა მესიჯებს უგზავნიდა თავის შეყვარებულს, ეუბნებოდა, თუ სად იყო (იგულისხმება ბანგლადეშელის სახლი). შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ ანასტაზია თავს კარგად არ გრძნობდა და შეყვარებულს ისიც მისწერა, რომ მისულიყო და იმ სახლიდან წაეყვანა, აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა.

გამოძიება ფიქრობს (მაგრამ არ არის ოფიციალურად დადასტურებული), რომ პოლონელი მამაკაცი მაშინვე არ მობილიზებულა ანასტაზიას დასახმარებლად, მიუხედავად გოგონას შეტყობინებებისა, რომ საფრთხეში იყო. სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ პოლიციამ პოლონელი კიდევ ერთხელ დაიბარა გამოკითხვაზე, ის იყო ბოლო ადამიანი, რომელსაც ანასტაზია ტელეფონით დაუკავშირდა.

 

onalem

ტესტ