fbpx
საბერძნეთი

ცხელი ჰაერის მასები საბერძნეთში: ტემპერატურა კვირის ბოლოსთვის 37 გრადუსს მიაღწევს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მოსალოდნელია ცხელი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს და როგორც ირკვევა, კვირის ბოლომდე ჰაერი 37 გრადუსამდეც კი გათბება.

ცხელი ჰაერის მასები გაბატონდება ძირითადად იტალიაში, ცენტრალურ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში, სადაც მოსალოდნელია, შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა.

საბერძნეთში მიმდინარე დღეებში ეტაპობრივად უფრო და უფრო დაცხება და ამინდი თავის “პიკს” პარასკევსა და შაბათს მიაღწევს, როდესაც თერმომეტრი 36-37 გრადუსს დააფიქსირებს.

მიმდინარე წლის ივნისი საკმაოდ უჩვეულოა, უხვი ნალექით და თვის პირველ ნახევარში არც თუ ისე ცხელი დღეებით, სინოპტიკოსთა შეფასებით ეს ყველაფერი კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება, რაც გავლენას საბერძნეთზეც ახდენს, 2023 წელს ზამთარი გაცილებით მშრალი იყო, გაზაფხულიდა და ზაფხულის თვის პირველ თვესთან შედარებით.

onalem

ტესტ