fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქუჩაში SMS და ბეჭდიანი ცნობის უქონლობის გამო 1.113 ადამიანი დააჯარიმეს

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ, 26 მარტს, ქუჩაში უმიზეზოდ გადაადგილებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1.113 ადამიანი 150 ევროთი დააჯარიმეს. როგორც ირკვევა, პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმებების დროს, მათ არ ჰქონდათ გაგზავნილი არც SMS და არ ატარებდნენ არც ცნობას, რომელშიც ჩარტმული უნდა იყოს დამსაქმებლის ოფიციალური ბეჭედი, თუკი სამსახურში გადაადგილება გჭირდებათ.

ამრიგად, მთელი საბერძნეთის მასშტაბით გამოწერილი ჯარიმები ასე ნაწილდება:

(344) ატიკაში,
(92) კრეტაზე
(90) იონის კუნულებზე
(89) სალონიკში
(85) დასავლეთ საბერძნეთში
(73) პელოპონესში
(70) ეპირუსში
(63) ცენტრალურ მაკედონიაში
(55) აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკაში
(42) ცენტრალურ საბერძნეთში
(40) თესალიაში
(32) ჩრდილოეთ ეგეოსში
(30) სამხრეთ ეგეოსში და
(8) დასავლეთ მაკედონიაში.

23 მარტიდან მოყოლებული გამოვლენილ დარღვევათა რაოდენობა საერთო ჯამში 4,063-ს უდრის, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი ადამიანი დაჯარიმდა 150 ევროთი.

onalem

ტესტ