fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ნიკოს ხარდალიასმა კიდევ ერთი კარანტინი გამოაცხადა – 800-ზე მეტი ინფიცირებული დღეს

ნიკოს ხარდალიასმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო გამოსვლის საშუალებით, კიდევ ერთი ადგილობრივი კარანტინის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, კოზანის შემდეგ, კარანტინი ცხადდება კასტორიაში. ეს ორი ქალაქი საფრთხის მე-4 დონეზეა, რაც უკვე აუცილებლად მოითხოვს მუშაობის შეჩერებასა და გადაადგილების აკრძალვის დაწესებას.

დღეს გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, რაც შოკისმომგვრელი რიცხვია. ინფიიცრებულ ადამიანთა საშუალო ასაკი 37 წლამდეა დაცემული, ხოლო კონკრეტულად თესალონიკში 28 წლამდე.

ამას გარდა, სერესი, ლარისა, თესალონიკი და ვიოტია საფრთხის მე-3 დონეზე რჩებიან, რაც ნიშნავს “ნარინჯისფერ” ზონას.

ხარდალიასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიტუაცია არის უკიდურესად კრიტიკული და მოსახლეობას ზომების მკაცრი დაცვა მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტთა თქმით, სულ მალე აღარ იარსებებს თავისუფალი საწოლი, მძიმე პაციენტების მოსათავსებლად.

onalem

ტესტ