fbpx
საბერძნეთი

“განგაშის ზარი საბერძნეთში დიდი ხანია დარეკილია, აგვისტოში პანდემიის პიკი გვექნება” – მარიოს ლაზანას

ინფექციური დაავადებების პროფესორი, მარიოს ლაზანასი აცხადებს, რომ აგვისტოში პანდემიის პრობლემები პიკს მიაღწევს და ეს არის შედეგები, რომლებსაც ივლისის თვეში ჩვენი მოდუნების გამო მოვიმკით.

“აგვისტოს თვე ექსპერტებს ძალიან გვაღელვებს. იმის გამო, რომ ივლისის თვეში ასე მოვდუნდით, უკვე ვხედავთ ვირუსის გავრცელების ტენდენციის ზრდას და აგვისტო არის ის თვე, როდესაც ყველაზე მეტი ხალხი გადაადგილდება, ყველაზე მეტი თავყრილობა იმართება გასართობად და ა.შ.

მე მჯერა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან გონივრულად და უნდა მივიღოთ ზუსტი პრევენციული ზომები.

ზარები უკვე დიდი ხანია დაირეკა, რომ ფრთხილად ვიყოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აგვისტო არის ის თვე, როდესაც პრობლემა პიკს მიაღწევს.

ახლა ჩვენ საქმე გვაქვს აისბერგის ფენომენთან, ანუ ვხედავთ იმ ინფიცირებულებს, რომლებსაც აქვთ სიმპტომები და უტარდებათ ტესტი, მაგრამ ქვემოთა მხარეს შეიძლება იყოს ათასობით უსიმპტომო ინფიცირებული, რომლებიც არ ჩანან.

ასევე, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ ნიკაპზე, ან როდესაც მისი შესწორება გვინდა, არ უნდა შევეხოთ წინა მხრიდან ხელით. ეს უდიდესი შეცდომაა. ამ დროს ავტომატურად შეიძლება გადავიტანოთ ვირუსი ნიღბიდან ხელზე და შემდეგ უკვე დავინფიცირდეთ,” განაცხადა პროფესორმა.

 

onalem

ტესტ