fbpx
საბერძნეთი

ნიკოს ხარდალიასის ეკრანებზე გამოჩენა ცუდის ნიშანია – რას წერს გერმანული მედია

“მეორე ტალღის შიში – საბერძნეთი ზომებს ამკაცრებს” – ასეთია წარწერა გერმანული გაზეთის, Redaktionsnetzwerk Deutschland-ის მთავარ გვერდზე.

“საბერძნეთი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კარგ მაგალითად და მოდელად, თუმცა, ახლა აქაც ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, ხელისუფლება კი რეაგირებს ზომების გამკაცრებით.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი ეკრანებზე კვლავ გამოჩნდა და ეს ცუდის ნიშანია. ასევე, ის კონფერენციაზე ატარებს ნიღაბს, რათა საზოგადოებას მიანიშნოს, რომ სიტუაცია სერიოზულია.

ახლა ყოველდღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს იყო მაისის დასაწყისში, ექსპერტები კი თვლიან, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდების მოდუნებას და სიტუაციის არასერიოზულად აღქმას უკავშირდება.

მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და გერმანიასთან შედარებით გაცილებით დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი,” წერს Redaktionsnetzwerk Deutschland.

onalem

ტესტ