fbpx
ჯანმრთელობა

პირველი შემთხვევა კუნძულ როდოსზე – კორონავირუსი 7 თვის ბავშვს დაუდგინდა

კუნძულ როდოსზე კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საავადმყოფოში ანალიზის გაკეთების შემდეგ გამოვლინდა, რომ ვირუსით 7.5 თვის ბავშვია ინფიცირებული.

ჩვილი პედიატრიულ განყოფილებაში მშობლებმა მას შემდეგ მიიყვანეს, რაც სიმპტომები გამოუვლინდა. ექიმებმა მათ, პასუხების გაგებამდე, სახლში, იზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. ბავშვს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვერაფრით შველოდნენ, რაც პირველი სიმპტომია ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირებისას და პროტოკოლის მიხედვით ტესტი უნდა ჩატარდეს.

საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გრიგორის რუმანისმა ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესახებ შეატყობინა და უკვე მიიღეს ზომები ვირუსის გავრცლების თავიდან ასაცილებლად.

უცნობია, ჩაუტარდებათ თუ არა ტესტი მშობლებსაც. გაურკვეველია, თუ როგორ მოხდა ბავშვის დაინფიცირება.

onalem

ტესტ