fbpx
საზოგადოება

4 ბერძენი კამბოჯაშია ჩარჩენილი და საბერძნეთში დასაბრუნებლად 4.500 ევროს სთხოვენ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან ცდილობს და წარმატებით ახერხებს კიდეც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ აზიაში, კერძოდ კი, კამბოჯაში, ჩარჩენილია 4 ბერძენი, რომელიც საბერძნეთში ვერანაირი გზით ვერ ბრუნდება.

როგორც ერთ-ერთი მათგანი, პანაიოტის სკარველისი ამბობს, იქ არ არსებობს საბერძნეთის წარმომადგენლობა, რის გამოც, იძულებულები არიან, რომ საფრანგეთის საელჩოს საშუალებით ითხოვონ უკან დაბრუნება, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული.

სკარველისის თქმით, მათ 4.500 ევროს სთხოვენ ბილეთში, რომ კამბოჯა დაატოვებინონ, ხოლო ფრანგებს პრიორიტეტი აქვთ და მათ დაახლოებით 450 ევროდ აძლევენ ბილეთს.

“არ ვიცით, რა გავაკეთოთ ფულთან დაკავშირებით. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჯანმრთელად ვართ, სასტუმროში და იმედი გვაქვს, რომ 31 მარტს სპეციალური რეისით დავბრუნდებით, რომელსაც საფრანგეთის საელჩო გეგმავს,” ამბობს ის.

onalem

ტესტ