fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ საბერძნეთში: გზაჯვარედინზე STOP-ის ნიშანი ქვეითად მოსიარულეებისკენ არის მიმართული

2023 წელს საბერძნეთში საგზაო მოძრაობის წესების დაცვით ხალხი ჯერ კიდევ არ გამოირჩევა, მეტიც, ევროპაში ბერძნები ყველაზე უარეს მძღოლებად ითვლებიან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობის წესები რომ დაიცვან, ნიშნები მინიმუმ სწორად უნდა იყოს დამაგრებული.

როგორც ირკვევა, კრეტაზე, ირაკლიოში, ქალაქის ცენტრალურ გზაჯვარედინზე დადგეს ნიშანი, STOP, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნიშანი ქვეითად მოსიარულეებისკენ არის მიმართული და ფაქტობრივად, მათ მოუწოდებს შეჩერებისკენ და არა მძღოლებს.

იდეაში ის მძღოლებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ისეა დამაგრებული, რომ მძღოლები საერთოდ ვერ ხედავენ მას. შესაბამისი სამსახური შეცდომას, სავარაუდოდ, მალე გამოასწორებს.

onalem

ტესტ