ათენი: ხვალინდელი გაფიცვის განრიგი
ხვალ ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ.
კერძოდ, ეს ეხება: გარეუბნების მატარებლებს და მეტროს მე-3 ხაზს (დუკისის პლაკენტიას – აეროპორტი).
გარეუბნების მატარებლები არ იმუშვებს:
დილის 05:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე.
შუადღის 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.
საღამოს 21:00 საათიდან 24:00 საათამდე.
მეტროს მე-3 ხაზი, დუკისის პლაკენტიას-აეროპორტი არ იმუშავებს ზუსტად იგივე საათებში.
ხოლო სამშაბათს გარეუბნის მატარებლების თანამშრომლები 24 საათით გაიფიცებიან.
რაც შეეხება ავტობუსებს და ტროლეიბუსეს, როგორც ასევე მეტროს დანარჩენ ხაზებს, იმუშავებენ ჩვეუელბრივ რეჟიმში.