fbpx
საბერძნეთი

წვიმა საბერძნეთში, ტემპერატურა კი, 18-20 გრადუსი – ატიკის რეგიონში ნალექი 14:00 საათის შემდეგ

დღეს, 21 მარტს, უამინდობის მოკლე ტალღა გვექნება, რომელიც საბერძნეთში იტალიიდან შემოდის და ბევრ რეგიონში ნალექის მოსვლას გამოიწვევს. ფენომენი განსაკუთრებით ინტენსიური იქნება ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით. მიუხედავად ამისა, როგორც კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება, 18-20 გრადუსი.

ატიკაში დღე მოღრუბლულობით დაიწყო, რაც დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო მოიმატებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც, ძირითადად 14:00 საათის შემდეგ. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, იქროლებს სამხრეთის ქარი, ჰაერი კი, 17-18 გრადუსამდე გათბება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამინდი არამდგრადი იქნება ხვალაც, 22 მარტს, თუმცა, ფენომენი მხოლოდ ეგეოსის ტერიტორიით შემოიფარგლება. რაც შეეხება ხუთშაბათს, რომელიც მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეც არის, ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

სინოპტიკოსები 24 და 25 მარტს მზიან და თბილ დღეებს გვპირდებიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ამინდი მომდევნო კვირიდან კვლავ გაუარესდება.

onalem

ტესტ