fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი სკანდალი ათენში: არასრულწლოვანთა მასპინძელი სტრუქტურიდან 14 წლის გოგონა მიჰყავდათ, რათა პროსტიტუციით დაკავებულიყო და თანხა აეღოთ

ამბავი, რომელიც ათენის ერთ-ერთ მასპინძელ სტრუქტურაში ხდებოდა, ბომბივით გასკდა და გვახსენებს 12 წლის გოგონას შემთხვევას, კოლონოდან. დაკავებულია ოთხი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ 14 წლის გოგონას არასრულწლოვანთა მასპინძელი სტრუქტურიდან გაყვანა და მისი პროსტიტუციით დაკავება.

მას შემდეგ, რაც 12 წლის გოგონასა და ილიას მიხოს საქმე გამჟღავნდა, გაჩნდა გონივრული კითხვები პედოფილური წრეების შესახებ, რომლებიც “იტაცებდნენ” არასრულწლოვან გოგონებს, რომლებიც დაუცველ მდგომარეობაში არიან. პოლიციამ მიიღო ინფორმაცია აბსოლუტურად სანდო წყაროებისგან, რომ 2009 წელს დაბადებული გოგონა მუდმივად ტოვებდა მასპინძელ სტრუქტურას საკუთარი სურვილით და რამდენიმე ხნის შემდეგ ბრუნდებოდა. ასევე, რომ მას ჰქონდა შეხება დაახლოებით 30 წლის მამაკაცთან, ელევსინადან, სახელად “ტახირ”, რომელთანაც შეთანხმებული იყო, რომ პროსტიტუციით დაკავდებოდა და თანხას აიღებდნენ.

სოციალურმა მუშაკმა 14 წლის გოგონასთან გასაუბრება სცადა, რა დროსაც მოზარდმა აღნიშნა, რომ გასული კვირის საღამოდან ორშაბათს დილამდე ათენის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში იყო სამ მამაკაცთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთთან 4 საათის მანძილზე ოთახში იყო გამოკეტილი. აღნიშნული ინფორმაციის პოლიციამდე მისვლის შემდეგ, დაიწყეს დაუყოვნებელი მოქმედებები.

პოლიციამ “ტახირი” მაშინ დააკავა აგია მარინას მეტროში, როდესაც 14 წლის გოგონას ელოდებოდა, რამდენიმე ხანში კი, კიდევ სამი პირი დააკავეს, რომელთაც, სავარაუდოდ, სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ არასრულწლოვანთან და ვიდეოებსაც კი იღებდნენ.

საქმეს უშიშროების თანამშრომლები უკიდურესად მძიმედ აფასებენ, რადგან ცნობილი გახდა, რომ გოგონამ სტრუქტურა ბოლო თვეების მანძილზე ძალიან ბევრჯერ დატოვა.

onalem

ტესტ