fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ელინიკო: პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან – დაჭრილი ქალი ტაქსით გაქცევას ცდილობდა

ელინიკოზე ორი საათის წინ მომხდარი ორმაგი მკვლელობის ადგილიდან პირველი კადრები ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია,  ყოფილმა სამხედრო პირმა ჯერ საკუთარ ცოლს, ხოლო შემდეგ თავის თავს ესროლა. ორივე მათგანი საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხლები გადაიყვანეს, თუმცა, ორივე დაიღუპა.

ინციდენტს ვულიაღმენის გამზირზე უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. როგორც გაირკვა, ქალი ბულგარეთიდან არის, მამაკაცი კი მისი ბერძენი 70 წლის მეუღლე იყო, რომელიც წარსულში სამხედრო პირი იყო.

როგორც ტაქსის მძღოლი ამბობს, რომელმაც სხვა მგზავრის ასაყვანად ახლოს გააჩერა, დაჭრილი ქალი მის მანქანაში ჯდებოდა, რათა მკვლელს გაქცეოდა. თან მძღოლს ეუბნებოდა: “მომკლა, მომკლა!” ამის შემდეგ კი ორჯერ გასროლის ხმა გაიგეს. მისი თქმით, მამაკაცი არ დაუნახავს.

სხვა ინფორმაციით კი, ქალი არა ბულგარეთიდან, არამედ რუსეთიდან არის და მამაკაცს ბოლო რამდენიმე წელი იცნობდა, მაგრამ ახალი დაქორწინებულები იყვნენ.

იხილეთ თვითმხილველთა ჩვენებები და ფოტო მასალა:

onalem

ტესტ