fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა სუვლაკი შეუკვეთა, გახსნა და შიგნით ხელთათმანი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლარისაში მოხდა. ახალგაზრდა ქალმა სწრაფი კვების ერთ-ერთი ობიექტიდან სუვლაკი შეუკვეთა, მაგრამ როდესაც მიუტანეს და შეფუთხა გახსნა, მადა დაეკარგა.

რაც უნდა უცნაური იყოს, ქალმა სუვლაკში რეზინის ხელთათმანი იპოვა, სავარაუდოდ, ის, რომელიც თანამშრომელს ეცვა, როცა სუვლაკს უმზადებდა.

რა თქმა უნდა, კვების ობიექტთან დაკავშირების შემდეგ, ქალს ბოდიში მოუხადეს და შეკვეთა თავიდან გაუგზავნეს.

რა მადით მიირთვა მან ახალი სუვლაკი, ან რა ბედი ეწია თანამშრომელს, რომელმაც სუვლაკი ხეთათმანით მოამზადა, უცნობია.

onalem

ტესტ